შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღორეშა, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა შორაპნის მუშა-ახალგაზრდობის სკოლა 1944 წელს. 1943-1957 წწ. მუშაობდა შორაპნის სალოკომოტივო დეპოს ხარატად; 1947-1955 წწ. იყო დეპოს კომკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის მდივანი; 1957 წელს აირჩიეს პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარედ; დეპოში მუშაობის პერიოდში იყო ერთ-ერთი მოწინავე ხარატი, მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი; 1957-1990 წწ. მუშაობდა თბილისის ელექტროვაგონშემკეთბელ ქარხანაში ხარატად; საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი; 1990-1991 წწ. საქართველოს უზენაესი საჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პატია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.110; თბილისის საპატიო მოქალაქეები, 1979-2006.-თბ.,2006.-გვ.34 (წიგნის ელ. ვერსია dspace.nplg.gov.ge) ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |