The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი გაჩეჩილაძე

გივი გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1926
გარდაცვ. თარიღი:მარტი, 2006  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მუშა, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღორეშა, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა შორაპნის მუშა-ახალგაზრდობის სკოლა 1944 წელს.

1943-1957 წწ. მუშაობდა შორაპნის სალოკომოტივო დეპოს ხარატად; 1947-1955 წწ. იყო დეპოს კომკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის მდივანი; 1957 წელს აირჩიეს პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარედ; დეპოში მუშაობის პერიოდში იყო ერთ-ერთი მოწინავე ხარატი, მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი; 1957-1990 წწ. მუშაობდა თბილისის ელექტროვაგონშემკეთბელ ქარხანაში ხარატად; საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი; 1990-1991 წწ. საქართველოს უზენაესი საჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პატია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.110; თბილისის საპატიო მოქალაქეები, 1979-2006.-თბ.,2006.-გვ.34 (წიგნის ელ. ვერსია dspace.nplg.gov.ge)

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპარტიის XXV ყრილობა, დეპუტატი
  • საქართველოას რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოას რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ტრანსპორტისა და კავშირგამბულობის კომისია, წევრი (1990-1991)
  • სკკპ წევრი (1948-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1979 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1970 - საპატიო რკინიგზელი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: