The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ბუხნიკაშვილი

გია ბუხნიკაშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი ბუხნიკაშვილი
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური და იტალიური ენების სპეციალისტისა და მასწავლებელის სპეციალობით 1976 წელს.

1976-1988წწ. იყო თბილისის უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტის იტალიური ენის მასწავლებელი მეორე ენების კათედრაზე; 1977-1989წწ. თბილისის სავაჭრო პალატის იტალიური ენის სპეციალისტი; 1979-1981წწ. მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების საქმეთა მთავარი კოლეგიის იტალიური ენის სპეციალისტი; 1989-1991წწ. ქართულ-იტალიური ერთობლივი წარმოება "ოდა-იტალია"– იტალიური ენის სპეციალისტი; 1991-1997წწ. ქართულ-იტალიური ერთობლივი წარმოება "კაქტუსი"–იტალიური ენის სპეციალისტი ("ხუდონი ჰესის" გენერალური პროექტის იტალიური და ინგლისური ენების თარჯიმანი და მთარგმნელი); 1997-2004წწ. სხვადასხვა კომპანიებთან კონტრაქტით მომუშავე თარჯიმანი; 1997-2010წწ. იტალიური ენის საშუალო სკოლა "ცისკარი"- იტალიური ენის მასწავლებელი; 1981-1989 წლებში აქვეყნებდა სტატიებსა და თარგმანებს ქართული პრესის ფურცლებზე: "ახალგაზრდა კომუნისტი", "ლელო", "ლიტერატურული საქართველო", «Вечерний Тбилиси» და ა.შ., მათ შორის ჯორჯო ვაზარის "გამოჩენილ იტალიელ მხატვართა, მოქანდაკეთა და არქიტექტორთა ცხოვრებანი", მწერალ ედიშერ გიორგაძესთან თანაავტორობით. 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მონრეალეს სიკულო-ნორმანული აკადემიის კულტურის და გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტის საპატიო აკადემიკოსი, Honoris Causa
    იტალიური ენის დივულგაციის საქმეში შეტანილი და აღიარებული წვლილისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: