Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია ბუხნიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური და იტალიური ენების სპეციალისტისა და მასწავლებელის სპეციალობით 1976 წელს. 1976-1988წწ. იყო თბილისის უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტის იტალიური ენის მასწავლებელი მეორე ენების კათედრაზე; 1977-1989წწ. თბილისის სავაჭრო პალატის იტალიური ენის სპეციალისტი; 1979-1981წწ. მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების საქმეთა მთავარი კოლეგიის იტალიური ენის სპეციალისტი; 1989-1991წწ. ქართულ-იტალიური ერთობლივი წარმოება "ოდა-იტალია"– იტალიური ენის სპეციალისტი; 1991-1997წწ. ქართულ-იტალიური ერთობლივი წარმოება "კაქტუსი"–იტალიური ენის სპეციალისტი ("ხუდონი ჰესის" გენერალური პროექტის იტალიური და ინგლისური ენების თარჯიმანი და მთარგმნელი); 1997-2004წწ. სხვადასხვა კომპანიებთან კონტრაქტით მომუშავე თარჯიმანი; 1997-2010წწ. იტალიური ენის საშუალო სკოლა "ცისკარი"- იტალიური ენის მასწავლებელი; 1981-1989 წლებში აქვეყნებდა სტატიებსა და თარგმანებს ქართული პრესის ფურცლებზე: "ახალგაზრდა კომუნისტი", "ლელო", "ლიტერატურული საქართველო", «Вечерний Тбилиси» და ა.შ., მათ შორის ჯორჯო ვაზარის "გამოჩენილ იტალიელ მხატვართა, მოქანდაკეთა და არქიტექტორთა ცხოვრებანი", მწერალ ედიშერ გიორგაძესთან თანაავტორობით. Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |