The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან გუგუნავა

ვალერიან გუგუნავა
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1910
გარდაცვ. თარიღი:2002  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხორში, სენაკის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მგეგმავ-ეკონომისტის სპეციალობით.

1933 წლიდან იყო პარტიულ სამუშაოზე; მეორე მსოფლიო ომის დაწყების პირველი დღიდანვე მსახურობდა არმიაში; 1954 წლიდან მუშაობდა თბილისის მერიის, ყოფილ საქალაქო საბჭოს აღმასკომის სისტემაში; 1954-1977წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სისტემაში; ამავე წლებში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საგეგმო კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შედეგ თავმჯდომარე; 1977 წლიდან მუშაობდა საქართველოს სოცუზრუნველყოფის სამინისტროს საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსად; 1979-1991წწ. ასრულებდა საქართველოს ეკონომიკისა და დაგეგმარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მთავარი სპეციალისტის მოვალეობებს; 1992-1994წწ. იყო თბილისის მერიის მთავარი მრჩეველი. დაჯილდოებული იყო მთავრობის უმაღლესი ორდენებით.

წყარო: თბილისის საპატიო მოქალაქეები, [1979-2006].-თბ.,2006.-გვ.35; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.201; დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.85-94

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1995 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • სოციალისტური შრომის გმირი

გააზიარე: