შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე კედია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებელი 1919 წელს; 1919-1924 წწ. სწავლობდა თეატრალურ სტუდიაში. 1924-1948 წწ. მუშაობდა მსახიობად რუსთაველის სახელობის თეატრში. 1939 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ასწავლიდა რიტმიკას. ეკატერინე კედია ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის როლებს; სულ 40-მდე როლი განასახიერა, მათ შორის აღსანიშნავია: მარეხი (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), ელენე (ნ. აზიანის "დეზერტირკა"), ცირა (ს. მთვარაძის "შლეგი"), ზაირა (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), სირანუში (ნ. შიუკაშვილის "ამერიკელი ძია"), ანნა პეჯი (უ. შექსპირის "ვინძორელი მხიარული ქალები"), და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ., 1992.-გვ.12 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |