The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პლატონ მჭედლიშვილი

დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1987  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ზემო სერის სასაფლაო, ხაშურში
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქარელის რაიონი.

მოწაფეობის დროს კარგი სმენითა და სასიამოვნო ხმით გამოირჩეოდა. ხშირად ამღერებდნენ სასკოლო გუნდებში. ძალიან ეხერხებოდა ხალხური სოლო სიმღერების შესრულება. განსაკუთრებით კარგად მღეროდა "ურმულს". ხაშურის კულტურის სახლში (1935-1943) სოლისტი იყო; ასრულებდა ძველ ქართულ სიმღერებს. კონცერტების დროს ცალკე გამოსვლებიც ჰქონდა. ომის დროს ანსამბლთან ერთად მოემსახურა დაჭრილ მეომრებს ჯერ როგორც სოლისტი და შემდეგ კი, 1943 წლიდან, როგოეც ანსამბლის ხელმძღვანელი და აგრეთვე ინდივიდუალური შემსრულებელი. შემდეგ ანსამბლმა მისი ხელმძღვანელობით მრავალი კონცერტი გამართა ხაშურსა და ახლომდებარე დაბა-სოფლებში. რეპერტუარი გადაახალისა, მრავალი ძველი ხალხური სიმღერა შემატა ანსამბლს, რომელიც რაიონულ დათვალიერებებზე ყოველთვის კარგი მაჩვენებლებით გამოდიოდა მსმენელების წინაშე. მას, როგორც ხალხური სიმღერების საუცხოო ოსტატს, 1964 წელს რესპუბლიკურ დათვალიერებაში "ურმულის" კარგი შესრულებისათვის წარჩინებულის სამკერდე ნიშანი ებოძა. შესანიშნავი მომღერალი ცდილობდა თავისი წვლილი შეეტანა ქართული სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში. 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 163


გააზიარე: