შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსნდრე ზოგრაფი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება 1912 წელს. 1912-1922 წწ. მუშაობდა მოსკოვის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, 1922-1935 წწ. ერმიტაჟში თანამშრომლად, 1935-1942 წწ. ერმიტაჟის ნუმიზმატიკის განყოფილების გამგედ. ა. ზოგრაფი იყო ანტიკური პერიოდის, განსაკუთრებით ჩრთილოეთ შავიზღვისპირეთის შესაბამისი ხანის მონეტების ბრწყინვალე მცოდნე. 1951 წელს გამაქვეყნდა მისი ფუნდამენტური მონოგრაფია "античные монеты". ამ წიგნზე მთელი თაობები აღიზარდა. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ნუმიზმატიკური ძეგლების შესწავლის საქმეში. მან პირველმა სცადა, თავი მოეყარა კავკასიაში მოჭრილი და გავრცელებული ანტიკური, მათ შორის კოლხური მონეტებისა და მინაბაძებისათვის, მოეცა მათი მეცნიერული ატრიბუცია და ასევე მეცნიერულად გაეაზრებინა შესაბამისი პერიოდის სამონეტო მიმოქცევისა და სამონეტო საქმის კარდინალური საკითხები. ა. ზოგრაფის ორ ნაშრომს, "античные золотые монеты Кавказа" და "Распространение находок античных монет на Кавказе", დღესაც არ დაუკარგავს თავისი პირველხარისხოვანი მეცნიერულ ღირებულება. ნუმიზმატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: წყარო: ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.75; საქართველო -ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |