შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ დვალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კასპი. დაამთავრა ოდესის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტი 1953 წელს. 1953-1955წწ. წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" მშენებელ ინჟინრად; 1956-1958წწ. მუშაობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროს ინჟინრად; 1958-1960წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის ქვეგანყოფილების უფროს ინჟინრად საიჯარო სამუშაოებისა და მშენინდუსტრიის განყოფილებაში; 1960-1963წწ. წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში - იყო სამხრეთ ოსეთისა და ბორჯომის სამშენებლო სამმართველოების მთავარი ინჟინერი; 1964-1966წწ. სამშენებლო ტრესტ "საქსოფლმშენის" მთავარი ინჟინერი, საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს საწარმოო განყოფილების უფროსი, კოლეგიის წევრი; 1966-1973წწ. წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამრეწველო საწარმოთა განყოფილების უფროსი, არამადნეულ მასალათა კომბინატის დირექტორი, სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსი, სახლმშენებელი კომბინატის დირექტორი, ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" მთავარი ინჟინერი; 1974-1985წწ. ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული "სოფლტექნიკის" სახელმწიფო კომიტეტის საპროექტო ინსტიტუტ "კავკასსოფლმრეწვსახმშენპროექტს"; უშუალოდ ხელმძღვანელობდა ცხინვალის "ელექტროვიბრომანქანისა" და ემალსადენების ქარხნების, ბაკურიანის გამაჯანსაღებელი აგრეთვე, მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და სხვა მსხვილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კომპლექსების მშენებლობას; მისი ხელმძღვანელობით აშენდა თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის ახალი შენობა, მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკა და გეოფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის თერმობაროკამერა, მსახიობთა სახლი, ათეულობით საცხოვრებელი სახლი და სხვა ობიექტები; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.196 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |