The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ლანგლუა

დაბადების თარიღი:1863
გარდაცვ. თარიღი:1929  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი, სორბონის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ისტორიისა და პალეოგრაფიის პროფესორი; დაინტერესებული იყო საქართველოს ფულადი ნიშნებით - მისი ძირითადი სამეცნიერო შრომები ეთმობა შუა საკუნეების საფრანგეთს, ისტორიულ ბიბლიოგრაფიასა და მეთოდოლოგიას. 1852 წელს ფრანგულ ენაზე გამოვიდა ვიქტორ ლანგლუას მონოგრაფია "ქართული ნუმიზმატიკის მიმოხილვა". ნაშრომი უამრავ ლაფსუს შეიცავდა, რასაც თვით ავტორიც გრძნობდა  და ამიტომ გადამუშავებული სახით ის 1860 წელს ხელახლა გამოსცა. თუმცა, მეცნიერთა აზრით, როგორც პირველი, ისევე მეორე გამოცემა არასრულყოფილია და მათი გამოყენება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. მას მხოლოდ პრობლემის შესწავლის ისტორიის კუთხით აქვს მნიშვნელობა. ნუმიზმატი.

წყარო: ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.98; ნუმიზმატისა და ბონისტის განმარტებითი ლექსიკონი (ნაწილი 4) : blogmaiko.wordpress.com


გააზიარე: