შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ დვალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი 1955 წელს. 1955-1959წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N10 სამშენებლო სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1960-1961წწ. იყო მშენებლობის სამინისტროს სამხრეთ ოსეთის სამშენებლო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1962-1964წწ. "საქმთავარენერგოს" სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში უფროსი ინჟინერი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1965-1966წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქსოფლმშენის" მარნეულის N2 მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამშენებლო უბნის უფროსი; 1966-1970წწ. იმავე სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1971-1973წწ. მივლინებული იყო ირანში მაცივრების მშენებლობაზე, საბჭოთა სპეციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელად; 1974-1975წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "კურორტმშენის" (ყოფილი ტრესტი "ბიჭვინთმშენი") მმართველის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში; 1975-1984წწ. ხელმძღვანელობდა "ბაიკალ-ამურის" რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობაზე საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სპეციალიზებულ სამშენებლო-სამონტაჟო მატარებელ "საქმშენბამ"-ს; 1984-1987წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "მონოლითმშენს", რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა; ხელმძღვანელობდა ბიჭვინთის მაღლივი პანსიონატების საერთაშორისო მნიშვნელობის საკურორტო კომპლექსის (3000 ადგილზე), მაცივრების (ირანში), დასახლება "ნია-გრუზინსკაიას" (ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე), მონოლითური საცხოვრებელი სახლების (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში) მშენებლობას. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.196-197 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |