The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დევიდ ლანგი

დევიდ ლანგი
სხვა სახელი:დევიდ ლენგი  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:1924
გარდაცვ. თარიღი:1991  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა კემბრიჯის წმინდა იოანეს კოლეჯი.

მეორე მსოფლიო ომის  დროს(1939-1945) იყო ბრიტანეთის საელჩოს მდივანი ირანში. 1946 წლიდან დაიწყო რუსეთის  და კავკასიის ისტორიის შესწავლა. 1949 წლიდან ქართულს ასწავლიდა ლონდონის უნივერსიტეტში, 1952-1953 წლებში მუშაობდა ევროპასა და აშშ-ში.  დევიდ  ლენგი იკვლევდა ქართულ სასულიერო და საერო ლიტერატურას. 1951 წელს საგანგებო წერილი მიუძღვნა პეტრე იბერის ვინაობის საკითხს. 1963 წელს ორიენტალისტთა მოსკოვის XXV საერთაშორისო კონგრესის შრომებში დაიბეჭდა ლენგის გამოკვლევა "შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის პრობლემები". მან გამოავლინა "სიბრძნე ბალავარისას" ქართული იერუსალიმური ნუსხა და 1966 წელს გამოსცა მისი თარგმანი ინგლისურ ენაზე. ამავე წელს ლონდონში დაიბეჭდა ლენგის ნარკვევი "ქართული ლიტერატურის განვითარების საფეხურები", 1970 წელს - "ხალხური და კურტუაზული ელემენტები ქართულ ეპოსში". დევიდ ლენგი იკვლევდა საქართველოს ისტორიის ახალ პერიოდს. 1957 წელს გამოსცა წიგნი "ქართული მონარქიის უკანასკნელი წლები. 1658-1832", ხოლო 1962 წელს დაიბეჭდა "საქართველოს ახალი ისტორია. XIX-XX". ლენგმა ნარკვევები მიუძღვნა გიორგი ბრწყინვალის მეფობას, ქართველთა მოღვაწეობას ირანში სეფიანთა დინასტიის დამხობის ხანაში. მას ეკუთვნის მიმოხილვითი საცნობარო წიგნი  "ქართველები". ლენგის რამდენიმე ნარკვევი ეხება ქართული ნუმიზმატიკის საკითხებს.  1955 წელს გამოაქვეყნა მონოგრაფია - "ძიებანი საქართველოს ნუმიზმატიკის ისტორიიდან", სადაც მან წარმოაჩინა აშშ ნუმიზმატიკური ასოციაციის ქართული მონეტები და გადმოსცა სამონეტო საქმის ისტორია საქართველოში 25 საუკუნის მანძილზე. ასევე მნიშვვნელოვანია მისი სტატია "შენიშვნები კავკასიის ნუმიზმატიკის შესახებ", სადაც დევიდ ლენგმა გამოაქვეყნა ქართული მონეტების იშვიათი ცალები, განსაკუთრებით აღსანიშნავია დავით აღმაშენებლის სპილენძის უნიკალური მონეტების პუბლიკაცია, რომელიც ლონდონის მუზეუმშია ფაცული. ინგლისელი ქართველოლოგი, ნუმიზმატი, ლონდონის უნივერსიტეტის კავკასიათმცოდნეობის კათედრის პროფესორი. თბილისის სახ. უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი(1968).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.- ტ. 6.-თბ., 1983.- გვ.169; ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.98

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: