Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დევიდ ლანგი![]()
Biographyდაამთავრა კემბრიჯის წმინდა იოანეს კოლეჯი. მეორე მსოფლიო ომის დროს(1939-1945) იყო ბრიტანეთის საელჩოს მდივანი ირანში. 1946 წლიდან დაიწყო რუსეთის და კავკასიის ისტორიის შესწავლა. 1949 წლიდან ქართულს ასწავლიდა ლონდონის უნივერსიტეტში, 1952-1953 წლებში მუშაობდა ევროპასა და აშშ-ში. დევიდ ლენგი იკვლევდა ქართულ სასულიერო და საერო ლიტერატურას. 1951 წელს საგანგებო წერილი მიუძღვნა პეტრე იბერის ვინაობის საკითხს. 1963 წელს ორიენტალისტთა მოსკოვის XXV საერთაშორისო კონგრესის შრომებში დაიბეჭდა ლენგის გამოკვლევა "შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის პრობლემები". მან გამოავლინა "სიბრძნე ბალავარისას" ქართული იერუსალიმური ნუსხა და 1966 წელს გამოსცა მისი თარგმანი ინგლისურ ენაზე. ამავე წელს ლონდონში დაიბეჭდა ლენგის ნარკვევი "ქართული ლიტერატურის განვითარების საფეხურები", 1970 წელს - "ხალხური და კურტუაზული ელემენტები ქართულ ეპოსში". დევიდ ლენგი იკვლევდა საქართველოს ისტორიის ახალ პერიოდს. 1957 წელს გამოსცა წიგნი "ქართული მონარქიის უკანასკნელი წლები. 1658-1832", ხოლო 1962 წელს დაიბეჭდა "საქართველოს ახალი ისტორია. XIX-XX". ლენგმა ნარკვევები მიუძღვნა გიორგი ბრწყინვალის მეფობას, ქართველთა მოღვაწეობას ირანში სეფიანთა დინასტიის დამხობის ხანაში. მას ეკუთვნის მიმოხილვითი საცნობარო წიგნი "ქართველები". ლენგის რამდენიმე ნარკვევი ეხება ქართული ნუმიზმატიკის საკითხებს. 1955 წელს გამოაქვეყნა მონოგრაფია - "ძიებანი საქართველოს ნუმიზმატიკის ისტორიიდან", სადაც მან წარმოაჩინა აშშ ნუმიზმატიკური ასოციაციის ქართული მონეტები და გადმოსცა სამონეტო საქმის ისტორია საქართველოში 25 საუკუნის მანძილზე. ასევე მნიშვვნელოვანია მისი სტატია "შენიშვნები კავკასიის ნუმიზმატიკის შესახებ", სადაც დევიდ ლენგმა გამოაქვეყნა ქართული მონეტების იშვიათი ცალები, განსაკუთრებით აღსანიშნავია დავით აღმაშენებლის სპილენძის უნიკალური მონეტების პუბლიკაცია, რომელიც ლონდონის მუზეუმშია ფაცული. ინგლისელი ქართველოლოგი, ნუმიზმატი, ლონდონის უნივერსიტეტის კავკასიათმცოდნეობის კათედრის პროფესორი. თბილისის სახ. უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი(1968). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.- ტ. 6.-თბ., 1983.- გვ.169; ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.98; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.277 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |