შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე დიდებულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1933 წელს, მოსკოვის საინჟინრო აკადემია 1938 წელს. მუშაობა დაიწყო გვირაბგამყვანობიდან და დაწინაურდა პარტიული და საბჭოთა ორგანოების პასუხისმგებელ ხელმძღვანელ მუშაკად; მთელი თავისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი წლები მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში: იყო სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" მმართველი; 1963-1977წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს რეფერენტად, მშენებლობის განყოფილების გამგედ; იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი მუშაკი; 1977 წლიდან მუშაობდა გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში; არაერთგზის არჩეული იყო თბილისისა და ხაშურის საქალაქო და რაიონული საბჭოების დეპუტატად; დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.199 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |