Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ხუბულავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ეკი, სენაკის მუნიციპალიტეტი. სწავლობდა თბილისის კამოს სახელობის საფაბრიკო-საქარხნო სკოლაში 1930-1932 წლებში, შემდგომ იქვე დაიწყო მუშაობა. 1932 წელს ჩაირიცხა პატაისკის მფრინავთა კურსებზე. 1934 წელს დაამთავრა თბილისის აეროკლუბთან შექმნილი საფრენოსნო სკოლა. იგი საავიაციო საქმის პროპაგანდის მიზნით მამაკაც მფრინავ ჯგუფთან ერთად აწყობდა გადაფრენებს საქართველოს რაიონებსა და სოფლებში, გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტით" პროპაგანდას უწევდა საფრენოსნო საქმეს, რის შედეგად გაზეთის მკითხველთა შემოწირულებით ააგეს თვითმფრინავები "ზესტაფონი", "სამრეწველო კოოპერაცია", "რაბისი". 1980 წელს ქ. ცხაკაიაში, მე-7 საშუალო სკოლის ეზოში, დაიდგა ხუბულავას ბიუსტი (ავტორები: რ. რუხაძე, გ. დრონოვი და დ. თევდორაძე). პირველი ქართველი მფრინავი ქალი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.512; facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |