The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ახმედ ნოღაიდელი

Date of birth:1898
Date of death:1984  (at 86 years)
Category:Singer, Educator

Biography

1927 წლიდან დაიწყო საგუნდო დირიჟორობა. პირველად თავის სოფელ ჭახათში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი; კონცერტები იმართებოდა როგორც სოფლად, ისე ქობულეთშიც. მწვანე კონცხზე აჭარის სუბტროპიკული ტექნიკუმის მოსწავლეებს სიმღერები შეასწავლა. ცდილობდა სოფლებში ემუშავა: თავდადებით იღვაწა კობალაურში, ტყეკამარავში, ვარჯანაულში, ქაქუთში, კვირიკეში და სხვა მრავალ სოფელში. მისი მრავალფეროვანი სასიმღერო რეპერტუარიდან საინტერესოა: "სიმღერა გმირ ჯინჭარაძეზე", "მხარი მხარს მივცეთ, ბიჭებო", "საკოლმეურნეო", "მას შემდეგ, რაც გაგიცანი", "სიმღერა ლენინზე" და სხვა. მრავალი ძველი ხალხური სიმღერა კომპოზიტორებმა გრიგოლ კოკელაძემ, ალექსანდრე ფარცხალაძემ, მიხეილ ჩირინაშვილმა ნოტებზე მისგან გადაიღეს. ბ. კაკულაძე, უ. ვერულიძე, მ. ლომთათიძე, ალ. ანანიძე და სხვები მადლობით იხსენებდნენ კეთილ მასწავლებელს. ხანდაზმულობის მიუხედავად, იგი კვლავ ჩვეული ენერგიით განაგრძობდა მუშაობას. 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.166

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე
  • 1958 - აჭარის კულტურის დამსახურებული მოღვაწე
  • 1957 - აჭარის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი

Share: