The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ოქროპირიძე-მეგრელიძე

დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1994  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.

1933 წელს ხალხური მუსიკისა და ხალხური საკრავების დიდმა სიყვარულმა იგი ცნობილი ლოტბარისა და საკრავების ოსტატის, ავქსენტი მეგრელიძის, ახალჩამოყალიბებულ მეჩონგურე ქალთა ანსამბლში მიიყვანა. დაიწყო აქტიური მოღვაწეობა ხალხური მუსიკის დარგში. პარალელურად მუშაობდა მუსიკალურ და საშუალო სკოლებში. ხელმძღვანელობდა მუშათა თვითმოქმედ გუნდებს. წარმატებით უძღვებოდა რკინიგზის სამმართველოს მუშა-მოსამსახურეთა ანსამბლს. მუშაობდა თბილვაჭრობის პროფკავშირის ანსამბლის ხელმძღვანელად; საგრძნობი წვლილი შეიტანა წითელარმიელთა კლუბებში არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლთა გაფურჩქვნა-აყვავებაში; არმიელებს ძლიერ შეაყვარა ეროვნული საკრავები ჩონგური და ფანდური. სხვაგანაც ნაყოფიერი მუშაობა აქვს ჩატარებული. ხსენებული ანსამბლები ხშირად მართავდნენ საჯარო კონცერტებს თეატრებსა და კლუბებში. განსაკუთრებული მუშაობა აქვს გაწეული ქართული ეროვნული საკრავების აღდგენისა და პოპულარიზაციის საქმეში. მასვე ეკუთვნის ხალხური საკრავების ნოტებით სწავლების ინიციატივა; შექმნა საჭირო სახელმძღვანელოები, შეადგინა პროგრამები; ამისათვის დასჭირდა დაემუშავებინა როგორც ხალხური, ისე კომპოზიტორების მიერ დაწერილი უამრავი სიმღერა. თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის ხალხური საკრავების (ჩონგური, ფანდური, ჩანგი, ჭუნირი, სალამური და სხვა) განყოფილებას დაარსების დღიდან წარმატებით უძღვებოდა, რაიონებისათვის კადრების აღზრდის საქმეს უნარიანად ხელმძღვანელობდა. ხანგრძლივი, ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სხვადასხვა დროს მრავალჯერ იქნა დაჯილდოებული სიგელებითა და დიპლომებით. 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.167

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი

გააზიარე: