Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ოქროპირიძე-მეგრელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. 1933 წელს ხალხური მუსიკისა და ხალხური საკრავების დიდმა სიყვარულმა იგი ცნობილი ლოტბარისა და საკრავების ოსტატის, ავქსენტი მეგრელიძის, ახალჩამოყალიბებულ მეჩონგურე ქალთა ანსამბლში მიიყვანა. დაიწყო აქტიური მოღვაწეობა ხალხური მუსიკის დარგში. პარალელურად მუშაობდა მუსიკალურ და საშუალო სკოლებში. ხელმძღვანელობდა მუშათა თვითმოქმედ გუნდებს. წარმატებით უძღვებოდა რკინიგზის სამმართველოს მუშა-მოსამსახურეთა ანსამბლს. მუშაობდა თბილვაჭრობის პროფკავშირის ანსამბლის ხელმძღვანელად; საგრძნობი წვლილი შეიტანა წითელარმიელთა კლუბებში არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლთა გაფურჩქვნა-აყვავებაში; არმიელებს ძლიერ შეაყვარა ეროვნული საკრავები ჩონგური და ფანდური. სხვაგანაც ნაყოფიერი მუშაობა აქვს ჩატარებული. ხსენებული ანსამბლები ხშირად მართავდნენ საჯარო კონცერტებს თეატრებსა და კლუბებში. განსაკუთრებული მუშაობა აქვს გაწეული ქართული ეროვნული საკრავების აღდგენისა და პოპულარიზაციის საქმეში. მასვე ეკუთვნის ხალხური საკრავების ნოტებით სწავლების ინიციატივა; შექმნა საჭირო სახელმძღვანელოები, შეადგინა პროგრამები; ამისათვის დასჭირდა დაემუშავებინა როგორც ხალხური, ისე კომპოზიტორების მიერ დაწერილი უამრავი სიმღერა. თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის ხალხური საკრავების (ჩონგური, ფანდური, ჩანგი, ჭუნირი, სალამური და სხვა) განყოფილებას დაარსების დღიდან წარმატებით უძღვებოდა, რაიონებისათვის კადრების აღზრდის საქმეს უნარიანად ხელმძღვანელობდა. ხანგრძლივი, ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სხვადასხვა დროს მრავალჯერ იქნა დაჯილდოებული სიგელებითა და დიპლომებით. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.167 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |