Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე პაპიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ჩრდილოეთ კავკასია. დაამთავრა არდონის სასულიერო სემინარია. ბავშობიდანვე საეკლესიო გუნდში მღეროდა. დროდადრო, როგორც ნიჭიერი მოწაფე, ცვლიდა ლოტბარს. წირვა-ლოცვის დროს საეკლესიო საგალობლებს უნარიანად უძღვებოდა. ნოტები შეისწავლა, სოლფეჯიოს დაეუფლა. მოსკოვში გაემგზავრა სალოტბარო კვალიფიკაციის ასამაღლებლად. იგი სინოდის კაპელაში მოეწყო მომღერლად. სწრაფად ითვისებდა ყოველგვარ ძნელ საგალობელს; კაპელაში არსებულ კურსებზე ერთ-ერთ საუკეთესო მოწაფედ ითვლებოდა. იმდენად დახელოვნდა, რომ თანდათან მას უკვე კაპელის გაძღოლას ანდობდნენ, რაშიც დახვეწილი გემოვნება ეხმარებოდა. კაპელის მთავარი ლოტბარი მას მომღერალთა წვრთნასაც ანდობდა; და იგი ხალისით ასწავლიდა ახალბედა მომღერლებს სოლფეჯიოს, მათთან ერთად ხვეწდა ახალ სიმღერებს. 1917 წელს გაემგზავრა ჩრდილოეთ კავკასიაში. მუშაობდა ლოტბარად როგორც საეკლესიო, აგრეთვე საერო გუნდში. რატილის რეპერტუარიდან მრავალი სიმღერა შეასწავლა ნალჩიკის მომღერალთა გუნდს. მართავდა საჯარო კონცერტებს. სამხმიან სიმღერებს ოთხხმიან გუნდს ასწავლიდა, ამიტომ უხდებოდა ხალხური სიმღერების არანჟირება ოთხ ხმაში, რასაც იგი, როგორც გამოცდილი ოსტატი, თავისუფლად ახერხებდა. 1922 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისში მოღვაწეობდა. ასწავლიდა კონსერვატორიაში საგუნდო ოსტატობას, თანაც მუსიკალურ სკოლებსა, მუშფაკში და სასწავლებლებში ბავშვებს გადასცემდა თავის ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებას. რუსთაველის და შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში მსახიობებსა და მომღერალ-თანამშრომლებს სპექტაკლებსთვის წარმატებით ასწავლიდა სიმღერებს, უხსნიდა მათ საჭირო ნიუანსებს. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.170
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |