The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან სადრაძე

დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:1977  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა:ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი 1949 წელს. 

თავდაპირველად ბათუმის რკინიგზის მომღერალთა გუნდში ავქსენტი მეგრელიძესთან დაიწყო სიმღერა. ავქსენტი მეგრელიძემ ჩაწერა მისი შესრულებით "სიმღერა სიმონა დოლიძეზე". 1934 წელს სოფელ მერიის საშუალო სკოლის დირექტორის, ა. აფხაზავას, ინიციატივით ჩამოაყალიბა კოლმეურნეთა გუნდი. ამავე დროს ჩაქვის ჩაის ფაბრიკის წითელი კუთხის გამგე იყო. 1935 წელს ჩამოყალიბებულ გუნდთან ერთად მონაწილეობდა რაიონულ დათვალიერებაში. შემდეგ ბათუმში დაბრუნდა და აჭარის რადიოკომიტეტში ჩამოაყალიბა მეჩონგურეთა ჯგუფი. ბათუმშივე მასწავლებლის სახლში ჩამოაყალიბა მეჩონგურეთა ანსამბლი, რომელიც 1937 წელს წარმატებით გამოვიდა თბილისში საქართველოს მასწავლებელთა პროფკავშირული ორგანიზაციების ყრილობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. მრავალი წლის განმავლობაში სიმღერისა და მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა ბათუმის პედაგოგიურ სასწავლებელში. დააკისრეს აჭარკოოპკავშირის ანსამბლის ხელმძღვანელობა. ეს ანსამბლი კარგად გამოვიდა პროფკავშირების რესპუბლიკურ დათვალიერებაზე. ხალხური ინსტრუმენტების ინდივიდუალურ შემსრულებელთა საკავშირო კონკურსის მონაწილე იყო. 1945 წლიდან პედსასწავლებელში და აჭარის კოოპკავშირის გუნდში განაგრძო მუშაობა. 1950 წელს ბათუმის რაიონული გუნდის ხელმძღვანელი იყო. მონაწილეობდა მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადაში. შექმნა ბევრი სიმღერა, მრავალი ხალხური სიმღერა გადაამუშავა. დიდი ენერგია შეალია საყვარელ საქმეს. სამამულო ომში მონაწილეობისათვის დაჯილდოებულ იქნა მედლებით. 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.175

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1952 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: