The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანიკო მაჭავარიანი

ვანიკო მაჭავარიანი
ოფიციალური სახელი:ივანე მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:1936
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 2015  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი.

ქართული კოლორიტი, ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი.  მღეროდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზში, შემდეგ კი ჯანსუღ კახიძის მიერ შექმნილ ანსამბლ "შვიდკაცაში". გასტროლებით მოიარა საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის ქვეყნები. თავისი უნიკალური ხმითა და სოლო სიმღერებით მსმენელის აღტაცებას იწვევდა. მალე მან დატოვა სცენა და დაუბრუნდა თავის სპეციალობას საფეიქრო საქმეს. მიღებული აქვს მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფორუმის ოქროს მედალი ("შვიდკაცას" წევრებთან ერთად, 1957).

წყარო: თბილისის საპატიო მოქალაქეები, 1979-2006 / თბილ. მერიის განათლ. და კულტ. სამსახური.-თბ.,2006.-გვ.79 (dspace.nplg.gov.ge); წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.257

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: