The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ მახარაძე

ნიკოლოზ მახარაძე
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1901
გარდაცვ. თარიღი:1990  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში.

სხვადასხა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობეზე პარტიულ  და სამეცნიერო დაწესებულებებში. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანად, საქართველოს კომპარტიის ცკ-სთან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ. მისი ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით მომზადდა და გამოიცა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. არის ქართული ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი, გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი მაღალმეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომი XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: