The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ სალია

ვლადიმერ სალია
Date of birth:1905
Date of death:1990  (at 85 years)
Category:Singer, Agricultural Worker, Folklorist

Biography

ზუგდიდის საშუალო სკოლაში სწავლის დროს, სანოტო ანბანს ლოტბარ გალაქტიონ ჭელიძის დახმარებით გაეცნო. სიჭაბუკეში მომღერალთა მცირე ჯგუფი პირველად სოფელ ჯგალის გლეხებისგან ჩამოაყალიბა. ჯგალის გუნდმა თავი გამოიჩინა საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობით. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლის დროს სასწავლებლის გუნდში მღეროდა, რომელსაც 1932-1937წწ. სტუდენტი ვახტანგ წერეთელი ხელმძღვანელობდა. შემდეგ მშობლიური წალენჯიხის გუნდის სოლისტი იყო, თან ლოტბარ ივანე ჩომახიას ეხმარებოდა გუნდის უკეთ გაძღოლაში. ომის შემდგომ, 1948 წლიდან, იგი წალენჯიხის კულტსახლის სიმღერისა და ცეკვის მრავალრიცხოვანი ანსამბლის ხელმძღვანელი გახდა. მოწინავე აგრონომი ამ რთულ საქმესაც კარგად უძღვებოდა; მისი 90-კაციანი ანსამბლი მეექვსე და მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელს იმსახურებდა. 1955 წელს პროფკავშირების რესპუბლიკურ დათვალიერებაზე მონაწილეობისათვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. მომდევნო წლებში წალენჯიხის ჩაის პირველ ფაბრიკაში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი. მეცხრე ოლიმპიადის ჟიურიმ მოიწონა წალენჯიხის ანსამბლის სიმღერა "შემოძახილი", ანსამბლის მიერ წარმატებით ნამღერი "მეზობლების გაბაასება", "ღიღინი", "საკოლმეურნეო სახუმარო", "ჩვენი ჩაი", სიმღერები შოთა რუსთაველზე და დავით გურამიშვილზე. მათაგან მრავალი რადიოკომიტეტმა ეთერში გადასაცემად ჩაიწერა. აგრონომი, ლოტბარი. 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.176; margalurmedia.wordpress.com


Share: