The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არკადი დიულგაროვი

არკადი დიულგაროვი
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თიანეთი, თიანეთის რაიონი.

დაამთავრა ხარკოვის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტი 1966 წელს.

1966 წელს მუშაობა დაიწყო ქ. ჟდანოვში, სამშენებლო ტრესტ "ჟდანოვმეტალმშენში" ოსტატად; 1967 წლიდან მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში, ენგურჰესის კომპლექსის საგზაო მშენებლობისა და "ვარდნილჰესების" სამშენებლო სამმართველოებში ინჟინრის, უფროსი სამუშაოთა მწარმოებლის, განყოფილების უფროსის, მთავარი ინჟინრის მოადგილისა და მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 1974-1993წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" საინჟინრო ნაგებობათა სამშენებლო სამმართველოში, ჯერ მთავარ ინჟინრად, შედეგ სამმართველოს უფროსად; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა სხვადასხვა ჰიდროტექნიკური კომპლექსის საგზაო და მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობების (ესტაკადები, ხიდები) მშენებლობა, ასევე, გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია ქ. თბილისში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.200

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: