The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევგენი პოხომოვი

ევგენი პოხომოვი
Date of birth:25 February, 1880
Date of death:1965  (at 84 years)
Burial location:ბაქო, აზერბაიჯანი
Category:Historian

Biography

დაბადების ადგილი: სტავროპოლის მხარე, რუსეთის ფედერაცია.

დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი 1896 წელს, სანკტ-პეტერბურგის ტექნილოგიური ინსტიტუტი 1902, პარალელურად სანკტ-პეტერბურგის არქეოლოგიის ინსტიტუტი 1900 წელს.

1902-1916 წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოში, 1916-1918 წწ. ყარსი-არდაგანი-ერზრუმის რკინიგზის მშენებლობაზე, 1919 წელს დასახლდა ბაქოში და მთელი თვისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ამ ქალაქთან და საერთოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. მოღვაწეობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადაც სხვადასხვა წლებში იყო: არქეოლოგიის და ნუმიზმატიკის განყოფილების გამგე(1922-1930), არქეოლოგიის კათედრის გამგე(1947-1953). ავტორია მონოგრაფიისა - "საქართველოს მონეტები" ( Монеты Грузии, С-П., 1910 – I ნაწ.); სამწუხაროდ, მეორე ნაწილის გამოსვლას ხელი შეუშალა პირველმა მსოფლიო ომმა, ამ ნაშრომის ორივე ნაწილი უცვლელი სახით გამოიცა 1970 წელს პროფ. დავით კაპანაძის რედაქტორობითა და კომენტარებით. მიუხედავად ზოგიერთი ნაკლისა, რაზეც მიუთითებდა აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი, ხსენებული ნაშრომი სრულად ინარჩუნებს თავის პირველხარისხოვან მნიშვნელობას. ქართული ნუმიზმატიკური მეცნიერების დიდი წარმატებების მიუხედავად, ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ, განსაკუთრებით ცალკეული პერიოდების ძეგლების შესწავლისა და შევსების თვალსაზრისით, მსგავსი უნივერსალური ტიპის მონოგრაფია დღემდე არ გამოქვეყნებულა. მხოლოდ ამ წიგნშია ქართული მონეტების მეცნიერული აღწერილობა თავმოყრილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია პახომოვის დამსახურება ამიერკავკასიაში აღმოჩენილი ფულადი განძების ტოპოგრაფიის შედგენის თვალსაზრისით. რუსი ნუმიზმატი, ორიენტალისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი(1945), ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი(1945).

ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.129-130; ვიკიპედია- თავისუფალი ენციკლოპედია: wikipedia.org/wiki

Member of Organizations

  • აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (1962-)

Awards and Honors

  • 1955 - აზერბაიჯანის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1911 - რუსეთის არქეოლოგიური საზოგადოება, ვერცხლის მედალი
    Монеты Грузии : Ч. 1 / Е.А. Пахомов.-Санкт-Петербург : тип. Имп. Акад. наук, 1910.-129с.

Bibliography


Share: