The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოკო ხურცია

ნოკო ხურცია
ოფიციალური სახელი:მოსე ხურცია
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1905
გარდაცვ. თარიღი:26 ოქტომბერი, 1949  (44 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მენჯი, სენაკის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1932 წელს.

ერთხანს მუშაობდა სპეციალობის მიხედვით. 1936-1948 წწ. მღეროდა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. პარალელურად, როგორც კონსულტანტი და ლოტბარი, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და ქალაქში, აყალიბებდა და ხელმძღვანელობდა საგუნდო კოლექტივებს. იგი მრავალი სიმღერის ავტორია ("სიმღერა გმირ მფრინავ წურწუმიაზე", "შრომის გმირებს", "სტალინგრადი" და სხვა). აღადგინა და დაამუშავა არაერთი ძველი სიმღერა ("უტუს ლაშქრული", "ოდოია", "ჰარირა, "აბა, დარეჯან" და სხვა). ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი (ტენორი) და ლოტბარი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.519; blog.geguchadze.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1949 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: