The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ქებულაძე

დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:2001  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს.

1959 წლიდან მუშაობას იწყებს აკად. ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილებაში. 1956 წლიდან მუზეუმის  უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. რ. ქებულაძის ნაშრომში "ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV-XVIII სს-ში", პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში მეცნიერულად შესწავლილი და აღწერილია საქართველოში აღმოჩენილი ევროპული მონეტები, როგორც განძი, ასევე ცალკეულად ნაპოვნი ცალები(ვენეციური და ჰოლანდიური ოქროს მონეტები, XVI-XVII სს. სხვადასხვა ქვეყნის ტალერული მონეტები, პოლონეთ-ლიტვის სამეფოსა და ბრანდერბურგის პრუსიის სახელმწიფოს XVII ს-ის ორტები და პოლტორაკები და სხვ.). დადგენილია საქართველოში მათი შემოსვლის გზები და მიზეზები, გაშუქებულია საქართველო-ევროპის ურთიერთობის ასპექტები ნუმიზმატიკურ მასალზე დაყდნობით, ისტორიული წყაროებისა და სათანადო ლიტერატურის მოშველიების გზით. ნუმიზმატი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიტატი.

სადისერტაციო თემა - "ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV-XVIII სს-ში", დაიცვა 1966 წელს. 

წყარო: ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.164-165

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: