Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ქებულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს. 1959 წლიდან მუშაობას იწყებს აკად. ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილებაში. 1956 წლიდან მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. რ. ქებულაძის ნაშრომში "ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV-XVIII სს-ში", პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში მეცნიერულად შესწავლილი და აღწერილია საქართველოში აღმოჩენილი ევროპული მონეტები, როგორც განძი, ასევე ცალკეულად ნაპოვნი ცალები(ვენეციური და ჰოლანდიური ოქროს მონეტები, XVI-XVII სს. სხვადასხვა ქვეყნის ტალერული მონეტები, პოლონეთ-ლიტვის სამეფოსა და ბრანდერბურგის პრუსიის სახელმწიფოს XVII ს-ის ორტები და პოლტორაკები და სხვ.). დადგენილია საქართველოში მათი შემოსვლის გზები და მიზეზები, გაშუქებულია საქართველო-ევროპის ურთიერთობის ასპექტები ნუმიზმატიკურ მასალზე დაყდნობით, ისტორიული წყაროებისა და სათანადო ლიტერატურის მოშველიების გზით. ნუმიზმატი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიტატი. სადისერტაციო თემა - "ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV-XVIII სს-ში", დაიცვა 1966 წელს. წყარო: ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.164-165 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |