The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი შელოვი

დიმიტრი შელოვი
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1919
გარდაცვ. თარიღი:1993  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვოსტრიაკოვის სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა ნ. ჩერნიშევსკის სახელობის მოსკოვის ფილოსოფიის, ლიტერატურის და ისტორიის ინსტიტუტი 1941 წელკს, საკავშირო აკადემიის მატერიალური კულტურის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1948 წელს.

დ. შელოვმა ბ. გრეკოვთან ერთად პუბლიკაციისთვის მოამზადა ა. ზოგრაფის ფუნდამენტალური ნაშრომი  «Античные монеты» (М.— Я., 1951 г.), 1956 წელს გამოსცა მონოგრაფია «Монетное дело Боспора VI—II вв. до н. э.» . ნაშრომის გაფართოებული ვარიანტი ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა 1978 წელს. 1960 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ჟურნალ «Нумизматикa и эпиграфикa»-ს უცვლელი რედაქტორი. არის 200-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორი;  დაინტერესებული იყო ანტიკური პერიოდის კოლხეთის ისტორიის საკითხებით. ამასთან დაკავშირებით დაწერა ვრცელი წერილი: "Колхида в системе Понтийской державы Митридата VI "( ВДИ. 1980. № 3). ნუმიზმატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადისერტაციო თემა - "Танаис и Нижний Дон в III в. до н. э.— IV в. н. э.", დაიცვა 1968 წელს.

წყარო : ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.172; arheologija.rumoscow-tombs.ru


გააზიარე: