The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი დოლიძე

გივი დოლიძე
დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1925
გარდაცვ. თარიღი:2010  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სამება, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს.

1949-1957წწ. მუშაობა დაიწყო ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამშენებლო სამმართველოში ოსტატად; იყო საწარმოო განყოფილების უფროსი, სამუშაოთა მწარმოებელი, სამმართველოს უფროსი; 1957-1964წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის N3 და N2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოების უფროსი; 1964-1976წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსად, საწარმოო კომბინატის მთავარ ინჟინრად, საგარეჯოს N3 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად, გურჯაანის N4 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ, გამარჯვების მეფრინველეობის კომპლექსის მშენებლობის უფროსად; 1976-1982წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახსოფლპროექტის" განყოფილებისა და ტრესტ "სპორტრემმშენის" სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1982-1992წწ. მუშაობდა გაერთიანება "საქწყალექსპლუატაციის" მექანიზაციის ტრესტის მმართველის მოადგილედ, საგარეჯოს რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად; იყო სამშენებლო გაერთიანება "სპეცინტურისტმშენის" ტრესტის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი, ტრესტის მმართველის მოადგილე; 1992 წლიდან მუშაობდა ამავე ტრესტის მთავარ ინჟინრად; დაჯილდოებული იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.202;  წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.163

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: