Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაურ დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. 1963 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N10 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1965 წლიდან ამავე ტრესტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფს ხელმძღვანელობდა; 1969 წლიდან იყო N10 სამშენებლო სამმართველოს უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი და საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1970 წლიდან - ტრესტის რკინაბეტონის საწარმოს ხელმძღვანელია; 1972 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N15 სამშენებლო ტრესტის სახლმშენებელი კომბინატის საამქროს უფროსად; 1974 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს გამოთვლითი ცენტრის სამშენებლო მასალების კომპლექტაციის განყოფილების უფროსი; 1979 წლიდან კი - ამავე სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "სპეცმშენის" საწარმოო განყოფილების უფროსი; 1992-2005წწ. მუშაობდა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამშენებლო სარემონტო სამმართველოს უფროსად; მონაწილეობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, დიღმის საკონსერვო ქარხნის, თემქის დასახლების საცხოვრებელი სახლების, ბათუმის ნავთობტერმინალის მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.203
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |