The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ დოლიძე

დაბადების თარიღი:30 ოქტომბერი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების და აეროპორტების მშენებლობის სპეციალობით 1970 წელს.

1966-1987წწ. მუშაობდა საავტომობილო გზების სახელმწიფო საძიებო-საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში ტექნიკოსად, ინჟინერ გეოდეზისტად, საძიებო პარტიის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1979-1980წწ. ტექნიკური დახმარების მიზნით მივლინებული იყო სირიის რესპუბლიკაში რკინიოგზების მშენებლობაზე ჯგუფის უფროსად; 1988-1993წწ. მუშაობდა საპროექტო-სამშენებლო კოოპერატივ "საქგზამშენის" მთავარ ინჟინრად; 1996 წლიდან - შპს "თბილისის" დირექტორად; 2006-2008წწ. - შპს "ტრანსპროექტის" მთავარ ინჟინრად; 2008-2009წწ. იყო შპს "ასტანადორპროექტის" მთავარი ინჟინერი; 2009-2010წწ. შპს "მეგზევე-7"-ის დამფუძნებელი და მთავარი ინჟინერი; 2010 წლიდან დღემდე არის შპს "თბილისის" რექტორი; მონაწილეობდა შემდეგი პროექტების შემუშავებაში: ქ. რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩქაროსნული ავტოდრომის რეკონსტრუქცია (პროექტის მთავარი ინჟინერი), კოპიტნარის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების, თვითმფრინავების გასაჩერებელი მოედნისა და ხელოვნური ნაგებობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია (პროექტის მთავარი ინჟინერი).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.203-204


გააზიარე: