The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულიკო დოლიძე

სულიკო დოლიძე
ოფიციალური სახელი:სოლომონ დოლიძე
დაბადების თარიღი:26 თებერვალი, 1950  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს.

1968-1969წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს საგარეჯოს N3 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მშენებელ ოსტატად; 1969-1971წწ. დუშეთის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1971-1974წწ. N29 მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამუშაოთა მწარმოებლად; 1982-1983წწ. მარნეულის სახლსაშენი კომბინატის უბნის უფროსად; 1983-1985წწ. საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კვებმშენის" სამუშაოთა მწარმოებლად; 1985-1987წწ. მცხეთის სამშენებლო სამმართველო "კოლმშენის" მთავარ ინჟინრად; 1987-1999წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის ლენინგორის N20 სპეციალიზებული მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი; 1999-2007წწ. შპს "ელრიოს" დირექტორის მოადგილე; მონაწილეობდა არაერთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო და სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტის, მათ შორის: გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკის, აჭარიდან ჩამოსახლებულთათვის წითელწყაროს რაიონის სოფ. სამთაწყაროში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.204


გააზიარე: