Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ხუციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისში მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სტუდიაში (1927-1930) და სამხატვრო აკადემიაში (1930-1934). 1940 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა სამხატვრო აკადემიაში. ძირითადად მუშაობდა ნატურმორტის ჟანრში; ავტორია ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი ფერწერული ტილოებისა და პეიზაჟებისა. მისი ნამუშევრები: "ხოხბები და ხილი" (1945, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), "ხოხბები" (1947, აღმოსავლეთ ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), "ვარდები" (1980, მხატვრის ოჯახის კუთვნილებაა, თბილისი), "შემოდგომა" (1941, საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი), "რკინიგზელთა გაფიცვა, 1900" (1940, ი. ბ. სტალინის სახლ-მუზეუმში, გორი) და სხვა. ქართველი ფერმწერი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.520 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |