The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაჟდენ ხუციშვილი

რაჟდენ ხუციშვილი
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1887
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 1942  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

სწავლობდა ნოვოროსიის უნივერსიტეტში (ოდესა) 1908-1912 წლებში; დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი 1912 წელს.

1918-1920 წწ. იყო თბილისის ფიზიკის ობსერვატორიის მაგნიტური განყოფილების გამგე. 1920-1923 წწ. საპროფესორო პრაქტიკის გასავლელად მიავლინეს ბერლინში, სადაც მოუსმინა კურსს და საგნები ჩააბარა ა. აინშტაინს, მ. პლანკს, მ. ლაუეს, ვ. ნერნსტს, ე. ვარბურგსა და სხვა. 1923-1925 წწ. მუშაობდა თბილისის გეოფიზიკის ობსერვატორიაში, 1924 წლიდან მუშაობდა დირექტორად და კითხულობდა ფიზიკის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1927-1928 წლებში იყო ლენინგრადში მთავარი გეოფიზიკის ობსერვატორიის მაგნიტური განყოფილების გამგე, 1928-1931 წწ. ამ ობსერვატორიასთან დაარსებული დედამიწის მაგნეტიზმისა და ატმოსფერული ელექტრობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ხელმძღვანელობდა მაგნიტოლოგთა კადრების მომზადებას II საერთაშორისო პოლარული წლისთვის და მაგნიტური ობსერვატორიების ორგანიზაციას ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში (ფრანც-იოსების მიწა), რუდოლფის კუნძულსა და ახალი მიწის კუნძულებზე. 1931 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1932-1933 წწ. იყო თეორული  ფიზიკის კათედრის გამგე. გეოფიზიკოსი, პროფესორი (1932).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.521


გააზიარე: