The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოკრატ გალუსტაშვილი

სოკრატ გალუსტაშვილი
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:29 მარტი, 1981  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი უფლისციხე, ახლანდელი გორის რაიონი.

1940 წელს გაიწვიეს არმიაში. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა სტალინგრადთან, როსტოვთან, დნეპროპეტროვსკთან, ნიკოლაევთან, ოდესასთან. მონაწილეობდა ბესარაბიის, რუმინეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, იუგოსლავიის განთავისუფლებაში. მდინარე დნეპრის გადალახვის დროს გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება(3. VI. 1944). ომის დამთავრების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა გორში სამეურნეო სამუშაოზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გვარდიის სერჟანტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.538; warheroes.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: