The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი სიხარულიძე

Date of birth:1918
Date of death:1980  (at 62 years)
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ტოლები, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური განყოფილება 1954 წელს.

1937 წელს მოეწყო ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობაზე და იმავე წელს შექმნა ფაკულტეტის მომღერალთა გუნდი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ გაიწვიეს სამამულო ომში. მონაწილეობდა მოსკოვის დაცვაში, დაიჭრა და დემობილიზებულ იქნა. ქუთაისში თავის მშობლიურ მეორე საშულაო სკოლაში დაიწყო პედაგოგობა. მალე მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა ქუთაისის საკონსერვო ქარხანაში. 1946 წელს საგუნდო მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა საფერშლო ტექნიკუმში. მომდევნო წლიდან ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში დაიწყო სწავლა. ორი წლის შემდეგ თბილისის კონსერვატორიის ვოკალური განყოფილების სტუდენტი გახდა. პარალელურად საგუნდო ხელოვნებასაც ეუფლებოდა. შემდეგ ისევ ქუთაისში დაბრუნდა და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში ვოკალის კლასის პედაგოგობას შეუდგა. ამის პარალელურად ქუთაისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში ასწავლიდა სიმღერას და ხალხურ საკრავებს. როგორც სოლისტი, დიდხანს მღეროდა ბართლომე კუხიანიძის აკადემიურ გუნდში. ხელმძღვანელობდა ქუთაისის აბრეშუმის კომბინატის მომღერალთა გუნდს. ლოტბარად მიიწვიეს ქუთაისის მეორე სამკერვალო ფაბრიკაში, ტყიბულის მეშახტეთა კულტურის სახლში, ლიტოპონოს ქარხანაში, ვაჭრობის მუშაკთა პროფკავშირებში. ამ გუნდში დიდი გემოვნებით იყენებდა ჩონგურს, ფანდურს, ჩანგს, ჭუნირსა და სხვა ხალხურ საკრავებს. მონაწილეობდა ქუთაისის სახალხო ოპერის მუშაობაში. იმღერა აბესალომის, მალხაზის, კოტეს, გერმანის ("პიკის ქალი") საოპერო პარტიები. მაგრამ მისი მთავარი მოწოდება მაინც ხალხური გუნდების გაძღოლა იყო. 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.181

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე

Share: