The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე განგებლოვი

ოფიციალური სახელი:ალექსანდრე განგებლიძე
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1801
გარდაცვ. თარიღი:26 დეკემბერი, 1891  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოგდაროვკა, ვერხნედნეპროვსკის მაზრა, ეკატერინოსლავის გუბერნია (ახლანდელი დნეპროპეტროვსკის ოლქი).

სწავლობდა ოდესაში რიშელიეს ლიცეუმში. 1813 წელს ჩარიცხეს პაჟთა კორპუსში.

1821 წელს დაიწყო სამხედრო სამსახური ლაიბგვარდიის იზმაილის პოლკში პრაპორჩიკის ჩინით. 1825 წელს გახდა "სამხრეთის საზოგადოების" პეტერბურგის უჯრედის წევრი, მონაწილეობდა "ჩრდილოეთის საზოგადოების" მუშაობაში. დეკაბრისტების აჯანყების ჩაქრობის ჩემდეგ დააპატიმრეს (1825 წლის 23 დეკემბერი) და ჯერ კრონშტადტის, შემდეგ კი პეტრე-პავლეს ციხეში ჩასვეს. მეფის განკარგულებით სასამართლოსათვის არ გადაუციათ. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ (1826 წლის 13 ოქტომბერი) მსახურობდა კავკასიაში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში-ვლადიკავკაზის საგარნიზონო და ყაბარდოს ქვეით პოლკებში, მე-8 პიონერულ ბატალიონში. მონაწილეობდა  1826-1828 წწ. რუსეთ-ირანის და 1828-1829 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომებში. თავი გამოიჩინა ერევნის იერიშის დროს (1827) და ქალაქის აღების შემდეგ დაინიშნა პლაც-მაიორად. მოხალისედ იბრძოდა ახალციხესთან (1828). 1832 წელს სამსახურიდა გადადგა და საკუთარ მამულში დასახლდა. 1850 წლამდე შეზღუდული იყო წოდებრივ უფლებებში. 1860 წლის დასაწყისში მუშაობდა მომრიგებელ-შუამავლად. ალექსანდრე განგებლოვს საინტერესო მოგონებები აქვს კავკასიაში გადმოსახლებულ დეკაბრისტებსა და ა. პუშკინზე. დეკაბრისტი, წარმოშობით ქართველი გენერლის, ს. განგებლოვის შვილი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.549


გააზიარე: