შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ განგებლოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბოგდაროვკა, ვერხნედნეპროვსკის მაზრა, ეკატერინოსლავის გუბერნია(ახლანდელი დნეპროპეტროვსკის ოლქი). რუსეთში გადასახლებული ქართველი აზნაურის გიორგი ქრისტეფორეს ძე განგებლიძის შვილი, ა. განგებლოვის მამა. სამხედრო სამსახური დაიწყო 1771 წელს ჰუსართა ლეგიონში. 1788 წლიდან მსახურობდა მოლდავეთის ჰუსართა და იაროსლავლის ქვეით ლეგიონებში. 1787-1791 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში მონაწილეობდა ოჩაკოვის, ჰაჯიბეის (ახლანდელი ოდესა) და სხვა ციხე-სიმაგრეების აღებაში. 1791 წელს მეთაურობდა სადესანტო რაზმს, რომელიც იცავდა დუნაის შესართავებს. 1794-1795 წლებში რუსეთის არმიის შემადგენლობაში იბრძოდა აჯანყებული პოლონეთის წინააღმდეგ. პეტრე ბაგრატიონის რაზმის შემადგენლობაში მეთაურობდა ეგერთა ლეგიონს ალექსანდრე სუვოროვის ხელმძღვანელობით განხორციელებულ იტალიისა და შვეიცარიის კამპანიებში (1799), რისთვისაც მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1806-1812 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდა II ხარისხის გიორგის ორდენით. იყო რუსეთის 1812 წლის სამამულო ომისა და რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობის (1813) აქტიური მონაწილე. გმირულად იბრძოდა ბაუცენის( 1813) ბრძოლაში, სადაც მძიმედ დაიჭრა. მისი მხედრული გმირობა და თავდადება აღინიშნა IV ხარისხის წმინდა გიორგის ორდენით. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1799). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.550 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |