The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქამილ ტაკიძე

დაბადების თარიღი:1914
გარდაცვ. თარიღი:1979  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

ოცდაოთხი წლის იყო, როცა მეხუთე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ქობულეთის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი გამოიყვანა და ყურადღება მიიქცია სიმღერების კარგი შესრულებით. აჭარის განათლების კომისარიატმა იგი მიავლინა ბათუმის სახელმწიფო კაპელაში, რომელსაც მელიტონ კუხიანიძე თორმეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. აქ მან ბევრი რამ ისწავლა, ხოლო კაპელის არსებობის ბოლო წლებში ხალხური სიმღერების ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა. იგი მეექვსე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზეც კარგი მაჩვენებლებით წარდგა. სამამულო ომის დროს სხვადასხვა სამსახურებრივ დავალებებს ასრულებდა, დროდადრო კონცერტებსაც მართავდა. მერე ისევ ქობულეთის რაიკულტსახლს დაუბრუნდა და იქ განაგრძო მუშაობა. თბილისში აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მან ქობულეთის გუნდი კიდევ ერთხელ გააბრწყინა. მაშინ საქართველოს რადიომ რამდენიმე სიმღერა ჩაიწერა. მან საზოგადოებრივი მოღვაწის თვისებები არაერთხელ გამოავლინა. დიდად შეუწყო ხელი და მრავალი ხალხური სიმღერა ჩააწერინა. კონსერვატორიის ექსპედიციას, რომელსაც ვლადიმერ ახობაძე ხელმძღვანელობდა. მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ქობულეთის კულტსახლის "შვიდკაცა". დაჯილდოებული იყო ქების მრავალი სიგელით და საქართველოს ახალგაზრდობის I ფესტივალის პირველი ხარისხის დიპლომით. ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.183


გააზიარე: