The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრა გარნელი-დარჩია

დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1896
გარდაცვ. თარიღი:28 აგვისტო, 1977  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის ქალთა გიმნაზია 1912 წელს.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო იმავე წელს ჯერ სცენისმოყვარეთა, ხოლო შემდეგ პროფესიულ-შალვა დადიანის "მოგზაურთა დასის" წარმოდგენებში. 1919 წელს მსახიობად მიიწვიეს ბათუმის თეატრში. 1924 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა ოზურგეთის, ქუთაისის, ზუგდიდის თეატრებში. 1933 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. მნიშვნელოვანი როლები: სონა (პ. ირეთელის "ქრისტინე"), სოფონა(ნ. ნაკაშიძის "ვინა არის დამნაშავე?!"), მაშო (ა. ცაგარელის "ციმბირელი"), ფაიხოში (დ. ერისთავის "სამშობლო"), ისმენე (სოფოკლეს "ანტიგონე"), გალჩიხა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი") და სხვ. ბათუმის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.562

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1945 - აჭარის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: