შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე აბარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დერბენდი, დაღესტანი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1921 წლიდან კისლოვოდსკში, სომეხ მსახიობთა დასში. 1926 წლიდან იყო ბაქოსა და სხვა ქვეყნების სომხური თეატრების მსახიობი და რეჟისორი. 1938-1944 წლებში იყო თბილისის სომხური თეატრის მთავარი რეჟისორი, პარალელურად-მოზარდ-მაყურებელთა სომხური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1944-1946 წლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეჟისორი. 1946-1953 წლებში ლენინაკანის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1953 წლიდან თბილისის სომხური თეატრის რეჟისორი. დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები: ა. შირვანზადეს "ნამუსი", გ. სუნდუკიანის "პეპო", შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა", ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი" და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პროფესორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.14; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა : ივერიელი (dspace.nplg.gov.ge) ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |