The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე აბარიანი

ალექსანდრე აბარიანი
დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1898
გარდაცვ. თარიღი:25 იანვარი, 1967  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დერბენდი, დაღესტანი.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1921 წლიდან კისლოვოდსკში, სომეხ მსახიობთა დასში. 1926 წლიდან იყო ბაქოსა და სხვა ქვეყნების სომხური თეატრების მსახიობი და რეჟისორი. 1938-1944 წლებში იყო თბილისის სომხური თეატრის მთავარი რეჟისორი, პარალელურად-მოზარდ-მაყურებელთა სომხური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1944-1946 წლებში  თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეჟისორი. 1946-1953 წლებში ლენინაკანის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1953 წლიდან  თბილისის სომხური თეატრის რეჟისორი. დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები:  ა. შირვანზადეს "ნამუსი", გ. სუნდუკიანის "პეპო", შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა", ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი" და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პროფესორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.14; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა : ივერიელი (dspace.nplg.gov.ge)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1943 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: