The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელორ სტურუა

მელორ სტურუა
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1928
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 2021  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი 1949 წელს.

1950 წლიდან დაიწყო მუშაობა გაზეთ "იზვესტიაში", ჯერ ლიტ. მუშაკად, ხოლო შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების რედაქტორის მოადგილედ; 1964-1968წწ. და 1972-1977წწ. იყო გაზეთ "იზვესტიის" საკუთარი კორესპონდენტი ინგლისში; 1968-1972წწ. - აშშ-ში; 1977-1982წწ. მუშაობდა გაზეთ "იზვესტიის" საკორესპონდენტო პუნქტის გამგედ აშშ-ში; 1982 წლიდან იყო გაზეთ "იზვესტიის" საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1989-1990წწ. მუშაობდა აშშ-ის კარნეგის ფონდის თანამშრომლად საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით; 1990-1991წწ. იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფოს მმართველობის სკოლის თანამშრომელი; 1991 წლიდან - მინესოტის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი, პროფესორი; ა. ტოლსტოისა (1983) და ვ. ვოროვსკის (1959) სახელობის პრემიების ლაურეატი. 2000-იანი წლების დასაწყისიდან აგრძელებდა მუშაობას აშშ-ში გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეც"-ის მიმომხილველად. ავტორია რამდენიმე წიგნისა. 

წყარო: თბილისის საპატიო მოქალაქეები, 1979-2006 / თბილ. მერიის განათლ. და კულტ. სამსახური.-თბ.,2006.-გვ.104-105

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

ბიბლიოგრაფია

  • ფეხბურთის ალბიონი, 1966 : ინგლისში გამართული VIII მსოფლიო ჩემპიონატი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1968. - 286გვ.

გააზიარე: