The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ურუშაძე

დაბადების თარიღი:1916
გარდაცვ. თარიღი:2001  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

ოზურგეთის არასრულ საშუალო სკოლაში ნეაპოლიტანური საკრავთა ორკესტრი და მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა. 1937 წელს სტუდენტების მეჩონგურეთა ანსამბლი ჩამოაყალიბა, რომელიც ორი წლის შემდეგ უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლად გადაკეთდა. მას ოთხი წელი უძღვებოდა. მრავალი კონცერტი გამართა, დასავლეთ საქართველოსაც ესტუმრა. 1938 წელს კალინინისა და ორჯონიკიძის რაიონების საბავშო ბაღების მუშა-მოსამსახურეთა გაერთიანებულ გუნდს ი. პაპიაშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა. მომდევნო წელს სალოტბარო კურსები გაიარა; ცოდნა გაიღრმავა, სანოტო სისტემას საფუძვლიანად გაეცნო და რკინიგზის მუშათა ანსამბლის ხელმძღვანელი გახდა. თბილისის მასწავლებლის სახლის მეჩონგურეთა ანსამბლს ჩაუდგა სათავეში. 1941-1945წწ. ძერჟინსკის სახელობის კლუბში არსებულ შინსახკომის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელის მოადგილე იყო ჯერ მიხეილ ჭელიძესთან, ხოლო 1944 წლიდან კომპოზიტორ გრიგოლ კოკელაძესთან. 1946 წლიდან კვლავ მასწავლებელთა სახლის ანსამბლს დაუბრუნდა და შვიდი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას. ამის შემდეგ შრომით რეზერვებში. 1948 წელს ამ ორგანიზაციის საკავშირო დათვალიერებაზე საქართველომ პირველი ადგილი მოიპოვა. 1949-1951წწ. სისტემატურად გამოდიოდა სამთავრობო კონცერტებზე. 1947-1950წწ. ხელმძღვანელობას უწევდა სავაჭრო ტექნიკუმის მომღერალთა გუნდს. შემდეგ იგი ყაზბეგის რაიონში გაიგზავნა სამუშაოდ. ყაზბეგელებმა მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე წარმატება და საპატიო სიგელი მოიპოვეს; თვითონ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით დააჯილდოვეს. პრესაში ხშირად აშუქებდა ხალხური შემოქმედების საკითხებს. ლოტბარი, ფეხბურთელი, პირველთანრიგოსანი მოჭადრაკე. 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.185


გააზიარე: