Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი ურუშაძე![]()
Biographyოზურგეთის არასრულ საშუალო სკოლაში ნეაპოლიტანური საკრავთა ორკესტრი და მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა. 1937 წელს სტუდენტების მეჩონგურეთა ანსამბლი ჩამოაყალიბა, რომელიც ორი წლის შემდეგ უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლად გადაკეთდა. მას ოთხი წელი უძღვებოდა. მრავალი კონცერტი გამართა, დასავლეთ საქართველოსაც ესტუმრა. 1938 წელს კალინინისა და ორჯონიკიძის რაიონების საბავშო ბაღების მუშა-მოსამსახურეთა გაერთიანებულ გუნდს ი. პაპიაშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა. მომდევნო წელს სალოტბარო კურსები გაიარა; ცოდნა გაიღრმავა, სანოტო სისტემას საფუძვლიანად გაეცნო და რკინიგზის მუშათა ანსამბლის ხელმძღვანელი გახდა. თბილისის მასწავლებლის სახლის მეჩონგურეთა ანსამბლს ჩაუდგა სათავეში. 1941-1945წწ. ძერჟინსკის სახელობის კლუბში არსებულ შინსახკომის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელის მოადგილე იყო ჯერ მიხეილ ჭელიძესთან, ხოლო 1944 წლიდან კომპოზიტორ გრიგოლ კოკელაძესთან. 1946 წლიდან კვლავ მასწავლებელთა სახლის ანსამბლს დაუბრუნდა და შვიდი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას. ამის შემდეგ შრომით რეზერვებში. 1948 წელს ამ ორგანიზაციის საკავშირო დათვალიერებაზე საქართველომ პირველი ადგილი მოიპოვა. 1949-1951წწ. სისტემატურად გამოდიოდა სამთავრობო კონცერტებზე. 1947-1950წწ. ხელმძღვანელობას უწევდა სავაჭრო ტექნიკუმის მომღერალთა გუნდს. შემდეგ იგი ყაზბეგის რაიონში გაიგზავნა სამუშაოდ. ყაზბეგელებმა მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე წარმატება და საპატიო სიგელი მოიპოვეს; თვითონ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით დააჯილდოვეს. პრესაში ხშირად აშუქებდა ხალხური შემოქმედების საკითხებს. ლოტბარი, ფეხბურთელი, პირველთანრიგოსანი მოჭადრაკე. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.185
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |