შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბუდუ მდივანი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, საიდანაც გაირიცხა რევოლუციური საქმიანობის გამო 1899 წელს. რსდმპ(ბ) წევრი 1903 წლიდან. 1905-1907 წლებში ეწეოდა აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ებმება სამხედრო საქმიანობაში. 1918 წლის 30 ნოემბრიდან 1919 წლის 13 თებერვლამდე კასპია-კავკასიის ფრონტის მეორე ფორმაციის მე-11 არმიის სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი, შემდეგ მე-10 არმიის პოლიტიკური განყოფილების უფროსი. 1920-1921 წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე და რკპ(ბ) კავკასიის ბიუროს წევრი. 1921 წლის 19 თებერვლიდან მაისამდე რსფსრ-ს სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთის ახალ მთავრობაში. 1921 წლის ივლისიდან 1922 წლის თებერვლამდე საქართველოს რევკომის თავმჯდომარე და ამიერკავკასიის საკავშირო საბჭოს თავმჯდომარე. 1922 წლის მარტიდან აპრილამდე იყო საქართველოს სსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. მხარს უჭერდა სსრკ-ში საქართველოს სრ-ს პირდაპირ გაწევრიანებას და არა ამიერკავკასიის მეშვეობით. ამ პოზიციის გამო უწოდეს ნაციონალ-უკლონისტი. 1924 წელს დაინიშნა საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენლად საფრანგეთში. ოპოზიციური მოღვაწეობის გამო, 1928 წელს უკან გამოიწვიეს, გაათავისუფლეს ყველა დაკავებული თანამდებობიდან, გარიცხეს პარტიიდან და გადაასახლეს ციმბირში 3 წლით. 1931 წელს განაცხადა ოპოზიციური მუშაობის შეწყვეტის შესახებ და მოინანია შეცდომები. 1936 წლამდე ეკავა საქართველოს სსრ-ს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა. 1936 წელს ისევ დააპატიმრეს "ტროცკისტულ-ჯაშუშური ცენტრის" მუშაობაში მონაწილეობის ბრალდებით. 1937 წლის 9 ივლისს საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა. დახვრიტეს მეორე დღესვე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; qronikaplus.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.641
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |