The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკოფ ქიტესოვი

აკოფ ქიტესოვი
ოფიციალური სახელი:იაკობ ქიტესოვი
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1920
გარდაცვ. თარიღი:2012  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თბილისური არღნების უნიკალური ნიმუშების შემქმნელი. დაამთავრა თბილისის მე-17 ქართულენოვანი საშუალო სკოლა. 9 წლიდან შეუდგა არღნის დამზადების ხელოვნების შეწავლას, რომელიც დინასტიურია და მას მსოფლოში ანალოგი არ გააჩნია. 13 წლის ასაკში უკვე საფუძვლიანდ ფლობდა არღანს, 16 წლისა კი არღნის დამზადების საიდუმლოებას. ამ ასაკში აღიარეს და აკურთხეს არღნის დიდოსტატად. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც სამამულო ომის დაწყების გამო მიატოვა, წავიდა ფრონტზე. ომიდან დაბრინებისთანავე გააგრძელა უნიკალური არღნების შექმნა. დახვეწა არღნის კონსტრუქცია და ამავე დროს, მის ვაჟთან ერთად შექმნა არღნის ახალი სახეობები. მათი ხელოვნება ცნობილია საზღვარგარეთაც, კერძოდ აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, ბელგიასა და ისრაელში. ბერლინში გამართულ საორღანო მუსიკის მსოფლიო ფესტივალზე მათმა არღანმა პირველი ადგილი დაიკავა. 1990 წელს ჰოლანდიის სახელმწიფო მუზეუმში დაარსდა ქიტესოვების კუთხე, სადაც დღესაც დევს მათი არღანი. არიან აღნიშნული მუზეუმის საპატიო წევრები, ხალხური ხელოვნების ფესტივალების ლაურეატები. არაერთ ქართულ და უცხოურ ფილმებშია გაჟღერებული მათ მიერ არღანზე შესრულებული მელოდიები. მათზე ფილმის გადაღებას აპირებდა რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი, რისი გაკეთებაც გარდაცვალების გამო აღარ დასცალდა. იაკობ ქიტესოვს უწოდებენ ძველი თბილისის მემატიანეს, თბილისის კოლორიტს, არღნების დიდოსტატსა და ხელოვანს, ცოცხალ ადამიან-ლეგენდას. 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - თბილისის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: