The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია ფალიანი

ილია ფალიანი
Legal name:ილია სეტიელი
Date of birth:1886
Date of death:12 October, 1966  (at 80 years)
Category:Engineer, Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: მესტიის რაიონი.

დაამთავრა სამშენებლო ინსტიტუტი.

სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო მოგვიანებით სამშენებლო ინსტიტუტი დაასრულა. გასული საუკუნის 40-იან წლებში პირველად გაანათა მესტიის და მისი შემოგარენი სოფლები. მის მიერ აშენებულ ნაგებობებს შორის ყველაზე მასშტაბური მესტიის ჰესი იყო, რომლითაც არა მხოლოდ მესტია, არამედ ახლომდებარე სოფლებიც მარაგდებოდა. მესტიაში მისი აშენებული ჰესი დღესაც დგას (ამჟამად კერძო საკუთრებაა) და ნაგებობების შიდა დიზაინი ისევ ისეთია, როგორც წლების წინ იყო. მრავალი ხიდი და სახლი ააგო როგორც სვანეთში, ისე ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში. ადრე ჩადგა ხალხის სამსახურში; 1905 წელს მასწავლებლობდა სოფელ ფარში. რევოლუციური გამოსვლებისათვის მრავალჯერ დაისაჯა; ყოველთვის წინ მიუძღოდა სვან გლეხებს, ანათლებდა, წერა-კითხვას ასწავლიდა; ერთ-ერთი მოწინავე ინტელიგენტთაგანი იყო რევოლუციამდელ სვანეთში. ახალგაზრდობაში პოეტობდა, მრავალი ლექსი აქვს შეთხზული; ბევრი მოთხრობა და ნოველა უძღვნა სვანების ცხოვრებას. ხელოვნებისადმი მიდრეკილება ბავშობიდანვე აღეძრა. დაეუფლა ხალხურ სიმღერებსა და სვანურ საკრავებს. მან ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ჩანგი და ჭუნირი. ამ საკრავებზე კარგად დამკვრელი მრავალი ახალგაზრდა თვითმოქმედი მოღვაწე შესძინა მდიდარი წარსულის მქონე თავის მხარეს. მისი უშვრეტი მონდომების შედეგად ყველა სვანურ სოფელს ჰყავდა კარგი დამკვრელი-ინსტუმენტალისტები. გასაბჭოებამდე ჩამოაყალიბა სვანეთში სიმღერა-ცეკვის ანსამბლი და საინჟინრო მუშაობის პარალელურად დიდხანს უძღვებოდა ამ სახალხო საქმეს. ბოლო დროს თბილისში ორმოც წელზე მეტ ხანს იგი სვანური სიმღერისა და საკრავების ინსტრუქტორ-მასწავლებლად იყო მიწვეული ჯერ ავქსენტი მეგრელიძის მიერ დაარსებულ რადიოკომიტეტის ანსამბლში, შემდეგ კი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლშიც იმუშავა. პირველი სვანი ინჟინერისვანური სიმღერების შემქმნელი, ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, გენერალი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.186; კვირის პალიტრა: www.kvirispalitra.ge

Bibliography


Share: