Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეონიდე ფაჩულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მენჯი, სენაკის რაიონი. დაამთავრა ფოთის საშუალო სკოლა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს. 1949 წელს ჩარიცხეს ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე. ლოტბარობა ჯერ კოდევ სკოლის კედლებში სცადა. მუშაობდა გუნდის ხელმძღვანელად. შემდეგ, მცირე ხანს, ფოთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის დირიჟორი იყო. კონსერვატორიაში სწავლის დროს თბილისის საფინანსო-საკრედიტო ტექნიკუმისა და ლითოგრაფიული კომბინატის მომღერალთა გუნდების ლოტბარად მუშაობდა. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში დირიჟორ-პედაგოგად. მუშაობდა სხვადასხვა წარმოება-დაწესებულებების (ქუთაისის ადგილობრივი მრეწველობის, ტროლეიბუსების სამმართველოს, და მასწავლებელთა სახლის, საავტომობილო ქარხნის, მე-8 სამკერვალო ფაბრიკის) სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების ხელმძღვანელად. მუშაობდა აბრეშუმ კომბინატის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ლოტბარად. არც ქუთაისის სახალხო ოპერა დარჩენია უყურადღებოდ; სახალხო ოპერის ჩამოყალიბებიდანვე 1959 წლიდან ქორმაისტერად იქნა მიწვეული და დიდი მონდომებით შეასწავლა "დაისისა" და "ქეთო და კოტეს" საგუნდო ნომრები სპექტაკლებში მონაწილე ენთუზიასტ მომღერლებს. რესპუბლიკურმა და ადგილობრივმა გაზეთებმა დადებითად შეაფასეს საგუნდო ნომრების შესრულების მაღალი დონე, რაც მისი სალოტბარო ოსტატობის ნათელი დადასტურებაა. ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.189
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |